„ერთობა #ახალი საქართველო“ უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციას

188

ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით მკერდის კიბოს ცნობადობის თვეა!
„ერთობა #ახალი საქართველო“ უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციას, რათა გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის გასათვითცნობიერებლად.
სარძევე ჯირკვლების კიბო ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სახეობაა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს, როგორც გენეტიკიდან გამომდინარე, ასევე: რეპროდუქციული სისტემის დაავადებების, ჰორმონალური დისბალანსის, რადიაციული გამოსხივების, სხვადასხვა სახის ტრამვების და ა.შ. შედეგად.
მსოფლიოში ყოველი მერვე ქალი მკერდის კიბოს რისკის ქვეშაა. საშუალოდ, ყოველ 13 წუთში იღუპება ერთი ქალი მკერდის კიბოს გამო, რაც 15-54 წლამდე ქალებში ერთ – ერთი მოწინავეა ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ ფაქტორებში. საგულისხმოა, რომ მკერდის კიბო იშვიათად, თუმცა მამაკაცებსაც ემართებათ.
აღსანიშნავია, რომ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, დაავადებულთა 96% ახერხებს სრულფასოვან ცხოვრებას და ამ დიაგნოზთან გამკლავებას.
გახსოვდეთ, ძუძუს კიბო არ არის განაჩენი!
დროულად ისარგებლეთ სკრინინგის პროგრამებით, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეთ ავთვისებიანი სიმსივნე და თქვენ მას აუცილებლად დაამარცხებთ!
გვერწმუნეთ, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო გზაა კიბოს თავიდან ასაცილებლად, აქედან გამომდინარე, იყავით ფხიზლად და ისარგებლეთ უფასო სქრინინგ პროგრამებით!

კომენტარები