2018 წლის 9 თებერვალს ჩიკაგოში გაიმართა პირველი საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი

132

 პირველი საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ჩიკაგოში
🔊 გიორგი ვაშაძის გამოსვლა კონგრესზე (ქართული სუბტიტრებით)
„როგორ ვიპოვეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

ძირითადად ვმუშაობდით ელექტრონული მმართველობის რეფორმაზე, ყოველთვის გვქონდა პრობლემები ცენტრალიზებულ სისტემებთან, რომლის გათანამედროვებაც საკმაოდ რთულია. არიან ბიუროკრატები, რომლებიც გადაწყვეტილებებს არ იღებენ, პროგრამა არის მოძველებული, რაღაც არ მუშაობს, არის უამრავი პორტალი, თუმცა მათი უმეტესობა არაა მწყობრში, მომსახურება სათანადოდ არ სრულდება. არის უამრავი პრობლემატური საკითხი, რომელსაც ვაწყდებით. ამიტომაც, დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების ძიება, რომელიც დაგვეხმარებოდა ისეთი სისტემის შექმნაში, სადაც არ არის ერთი სისტემა და გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი ადამიანი.“
🔸 ბლოკჩეინ კონგრესი, რომელიც ჩიკაგოში 9 თებერვალს გაიმართა, ქართული „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები