გიორგი ვაშაძის ვიზიტი აშშ-ში: შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

198

✔ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ შეხვედრა გამართა ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში.
 შეხვედრისას განხილული იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეცვლის მენეჯმენტს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
 ინტერესი გამოიწვია „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” თანაავტორობით შექმნილმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ უკრაინაში, რომელიც არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის პროექტი.

კომენტარები