გიორგი ვაშაძის განცხადება გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

282

გიორგი ვაშაძე:
“ის, რაც დღეს გუდაურში მოხდა, არის ყველა დადგენილი სტანდარტის უგულებელყოფა!
 საგანგაშოა, რომ იმ სფეროშიც კი, რომელიც ასეთი დარეგულირებულია საქართველოში ვაწყდებით მსგავს სისტემურ პრობლემებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში მოშლილია ყველა ინსტიტუციური რგოლი.
ახლა ვარ უკრაინაში. გუდაურში მომხდარი ინციდენტი აქაც დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რამდენადაც ვიცი, ქართველი დამსვენებლების გარდა, დაშავდნენ ტურუსტებიც. მათ შორის უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები. საბედნიეროდ არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 არსებობს დეტალურად გაწერილი უსაფრთხოების ნორმები, რომლის იგნორირებასაც, მსგავს შედეგებამდე მივყავართ.
 კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სიტემური პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციაზე. მთავარი პრობლემა არა რეგულაციების არარსებობა, არამედ, დადგენილი ნორმების შეუსრულებლობა და უპასუხისმგებლო მიდგომაშია.
თითოეულ დაშავებულს ვუსურვებ დროულ გამოჯანმრთელებას!”
კომენტარები