ქ. თბილისის გენგეგმის განხილვასთან დაკავშირებით მიმართვა დედაქალაქის მერს

170

2018 წლის 27 მარტს, ქ. თბილისის გენგეგმის განხილვამ ხმაურიანად, დაპირისპირების ფონზე ჩაიარა

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მიმართა დედაქალაქის მერს – კახა კალაძეს:
რატომ ცრუობ კახი?
 კახა კალაძემ დღეს იცრუა, როდესაც დაადანაშაულა ოპოზიცია გენ. გეგმის განხილვისას დებოშის მოწყობაში.
 ის რაც დღეს კალაძემ განაცხადა არის სრული სიცრუე!!! ვავრცელებ სრულ ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ატეხა მან დებოში შეხვედრის დროს, რომელიც მანამდე საკმოდ წყნარ გარემოში მიმდინარეობადა. უწყვეტ ვიდეოს ვურთავ განცხადებას დანართის სახით.

 ამ ვიდეო მასალაში, კარგად ჩანს, თუ ვინ იყო საქმეზე ორიენტირებული, კონსტრუქციული და ამავე დროს ვინ ცდილობდა დაძაბულობის შექმნას და საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გაყვანას.
 დოკუმენტზე მეც მქონდა შენიშვნები და აბსოლუტურად კონსტრუქციულად დავსვი შეკითხვები, საკუთარი პოზიცია გამოხატეს სხვა კანდიდატებმაც (ამ ვიდეო მასალასაც პარალელურად გავავრცელებთ).
 სრულიად მოულოდნელად ხოშტარიას გამოსვლისას, ჩაერთო კახა კალაძე და დაიწყო ყვირილი, რომ არ მისცემდა ოპოზიციას პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის საშუალებას.
 მე, პირადად, არაერთხელ მოვუწოდე და მივმართე თხოვნით კალაძეს, ელენესთვის მიეცა კითხვის დასრულების საშუალება, რაც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო მასალაში, თუმცა უშედეგოდ. ამის ნაცვლად, ის ჯერ წამოხტა და გამოიწია ჩვენსკენ, შემდეგ კი ინციდენტში ჩაერთვნენ მისი თანაგუნდელები, რომლებმაც პროცესი ასევე მიზანმიმართულად გადაიყვანეს პერსონალური შეურაცხყოფების ჭრილში. მიუხედავად ინციდენტისა ბოლომდე დავრჩით შეხვედრაზე და მაინც მოვახერხეთ კონსტრუციული შეთავაზბების გაკეთება.
 ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, ალბათ ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ იყო კახი და მისი გუნდი ასეთი აგრესიული და რატომ შეეცადნენ შეხვედრის პოლიტიკური კინკლაობის ჭრილში გადაყვანას.
პასუხი მარტივია:
 კალაძე ცდილობს დროის მოგებას და ხელოვნურად აჭიანურებს დოკუმენტის მიღებას, რითაც ქალაქში კვლავ გაგრძელდება ქაოსური მშენებლობა და ამის საფუძველზე მერიის მაღალჩინოსნები გაარძელებენ გარკვეული კორუფციული სარგებელის მიღებას.
კახი, კვლავ მოგმართავთ სრულიად კონსტრუქციული და საქმეზე ორიენტირებული შემოთავაზებით, რაზეც სამწუხაროდ გუშინ უარყოფითი პასუხი მივიღეთ (თუმცა საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა ეს წინადადება დამსწრე აუდიტორიისთვის).
 1. მოვუსმინოთ სითი ინსტიტუტს, რომ ვიცოდეთ მათი პოზიცია;
 2. ორშაბათიდან შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაივლის საკამათო საკითხებს, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ სამუშაო პროცეში;
 3. განვსაზღვროთ საბოლოო ვადა, მაგალითად მაისის ბოლო, როდესაც საბოლოო დოკუმენტი უნდა იყოს მზად და გენერალური გეგმა დავამტკიცოთ საკრებულოში;
🔸 კახი, ველი შენს პასუხს.

 

გიორგი ვაშაძე „ვახო სანაიას დღის ამბებში“
მოსაზრებები დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით:
ქალაქს სჭირდება გენერალური გეგმა, თუ გვინდა, რომ ქალაქი ნორმალურად ვითარდებოდეს!

კომენტარები