სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

179

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ( IDF) დამფუძნებელმა, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი ვაშაძემ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან აუდიენციისას, იმ სიახლეებსა და გადაწყვეტებზე ისაუბრა, რომელიც IDF-მა ამერიკულ და უკრაინულ მხარეს, ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტის მიმართულებით შესთავაზა.
” ჩვენ, კიდევ ერთი ახალი თაობის რეფორმის პროექტი შევიმუშავეთ -ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება, უპრეცენდეტოა თანამედროვე სამყაროში. ეს არის მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადაში შეიქმნას მიუკერძოებელი, სანდო და სამართლიანი სასამართლო. პროექტის უნიკალობა იმაშია, რომ მოსამართლეების შერჩევაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უცხოელი ექსპერტები, რომელთა ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში, კანდიდატი მოსამართლედ ვერ დაინიშნება. ეს კი უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის დამოუკიდებლობას. აქამდე, მსგავსი მოდელი, არც ერთ ქვეყნაში განხორციელებულა და ვფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის-” განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ფონდის პრესსამსახურში განაცხადეს, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჩანიშნულია ასევე რამდენიმე შეხვედრა. აუდიენცია შედგება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიჩელსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან.
შეგახსენებთ, “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” რამდენიმე წელია უკრაინასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა უწყებებში. ფონდის მონაწილეობით, 2016 წელს, კიევში აშენდა თანამედროვე იუსტიციის სახლი-“გოტოვო”, რომელიც ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელს ემსახურება. IDF აქტიურად მუშაობს კორუფციის დაძლევისა და ბიუროკრატიის შემცირების მექანიზმებზე.
წყარო:  Newposts.ge

კომენტარები