დაიწყო პროექტი „საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი“

243

პროექტ “საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი”-ს ფარგლებში, ა.წ. 1 მაისს, პარლამენტში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან

სტუდენტებს შეხვდა „ინოვაციების და განვითარების ფონდის” დამფუძნებელი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. შეხვედრა ძალზე საინტერესოდ წარიმართა, გიორგი ვაშაძე ესაუბრა ახალგაზრდებს, გაიხსენა თავისი ცხოვრება, როცა, სხვადასხვა სფეროში, რამდენჯერმე, საწყისი წერტილიდან დაიწყო თავისი წარმატებული კარიერის აწყობა – თავდაუზოგავ შრომას, შეუპოვრობას, შემართულ მონდომებას შეუძლია წარმატების მოტანა. ყურადღების გამახვილება მოხდა ლიდერის როლზეც, თუ რა გამოკვეთილ უნარებს უნდა ფლობდეს ლიდერი: “მიეცი სხვებს ლიდერობის საშუალება, ანუ ნამდვილი ლიდერი არის ის, ვინც სხვასაც აძლევს ლიდერობის საშუალებას” – აღნიშნა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ.
ახალგაზრდებს, ასევე, მიმართა “ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.

სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოები

კომენტარები