თეონა ჭალიძე: “პარლამენტარების მესამედი დეკლარირებული მილიონერია”

163

ა.წ. 7 ივნისს ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში, გადაცემა “ბიზნეს კოდში”.
პარლამენტის ხელფასების ფონზე სოციალურად დაუცველების უმწეო მდგომარეობაზე და არსებული ფაქტების შედარებით ანალიზზე დაყრდნობით დასკვნებს აკეთებს “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:
“პარლამენტარების ხელფასი არ გაზრდილაო გვიმტკიცებენ, არადა განსხვავება შესამჩნევია. ყველას დაუმატეს საცხოვრებელი ფართის ქირის თანხა, სჭირდება თუ არ სჭირდება იმის მიუხედავად.
ცნობისთვის ყოფილი დეპუტატების პენსია 560 ლარია და ყოველ წელს 5 მილიონ ლარამდე მარტო ამ კომპენსაციის გადახდას ხმარდება ბიუჯეტიდან. ყოველ წელს იზრდება ყოფილი დეპუტატების რაოდენობაც და შესაბამისად ეს თანხაც.
და ეს მაშინ როცა სულ 3 700 000 ვართ და აქედან 1 000 000 ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაში გვყავს, ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს, მაქსიმუმ 60 ლარის ოდენობით, რაც საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია.
ეს მაშინ როცა ათიათასობით ადამიანი უფასო სასადილოების რიგში დგას, რომ საჭმელი მიიღოს და ვინმეს გარდაცვალებას ელოდება, რომ რიგმა მოუწიოს.
ეს მაშინ როცა ერთ ადამიანზე 1,18 ლარია გამოყოფილი კვებისთვის და აქედანაც მხოლოდ 90 თეთრი ხმარდება უშუალოდ კვებას.
ეს მაშინ როცა ვეტერანების დახმარება 22 ლარია.
ეს მაშინ როცა დევნილების შემწეობა 45 ლარია.
ეს მაშინ როცა შშმ პირების დახმარება 100 ან 180 ლარია.
ეს მაშინ როცა რიგითი მოკვდავების პენსია 180 ლარია.
ეს მაშინ როცა პარლამენტარების მესამედი დეკლარირებული მილიონერია!!!” – აცხადებს თეონა ჭალიძე

კომენტარები