თეონა ჭალიძე: “ბავშვის კოდექსის” კანონპროექტში ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა

189

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სოფო კილაძეს მიმართავს, რომ მან გაასაჯაროვოს ,,ბავშვის კოდექსის” კანონპროექტი და დაინტერესებულ პირებს მისცეს საშუალება ჩაერთონ სამუშაო პროცესში:
,,ბავშვის კოდექსის” კანონპროექტში რომ ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა, ამის შესახებ გადმოცემით ვიცით. დაინტერესებულ პირებს არ გვეძლევა საშუალება გავეცნოთ სამუშაო ვერსიას, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე განიხილა. პროექტის მომზადების სამუშაო პროცესში არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები  ყოფილან ჩართული, რომლებიც წლებია ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ.
მივმართავ სოფო კილაძეს, დაინტერესებულ პირებს, მოგვცეს საშუალება ჩავერთოთ პროცესში და ცხვირწინ ნუ გვიჯახუნებს კარს” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები