გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

187

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
დღეს 25 თებერვალია. უმძიმესი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის მისადგომებთან, იუნკერებმა, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის მე-11 არმიას. მათი ნაწილი, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
სანიმუშოა ეს თავდადება! ეს არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის! ეს არის, ახალი საქართველოს შენების ფუნდამენტი! სწორედ მსგავსი უდრეკი და შეუპოვარი ბრძოლის წყალობით შევინარჩუნეთ ერთიანი საქართველოს იდეა!
ქედს ვიხრი მათ წინაშე! ბრძოლა, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დღემდე გრძელდება! ძალა ერთობაშია!

კომენტარები