თეონა ჭალიძე: “საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს”

496

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი იმყოფებოდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახში, რომელსაც საარსებო შემწეობა შეუჩერდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
თეონა ჭალიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი მიზეზით ყოველთვიურად ასობით ბავშვი რჩება საარსებო შემწეობის გარეშე. მისი თქმით – აუცილებელია შესაბამისი უწყების მხრიდან უმოკლეს ვადაში მოხდეს ამ ხარვეზის გამოსწორება.
“ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და სახელმწიფო კიდევ დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი ქირით ცხოვრობს. მათ ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა სხვადასხვა მიზეზით. ეს ისედაც სტრესია ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ამას ემატება კიდევ ის, რომ სახელმწიფო საარსებო შემწეობას უჩერებს სამი თვით სწორედ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო და იწყებს ბიუროკრატიულ პროცედურებს. ამის გამო ყოველ თვე ასობით ბავშვი ლუკმა-პურის გარეშე რჩება და არავინ ფიქრობს რითი უნდა იარსებონ ამ ოჯახებმა ამ თვეების განმავლობაში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დაუცველი პირების მიმართ და დანაშაული ბავშვების წინაშე, რომელიც უნდა გამოსწოდეს. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს!” – აცხადებს თეონა ჭალიძე

კომენტარები