“ახალი საქართველოს“ რიგით მეორე, რიგგარეშე ყრილობა 17 მარტს გაიმართება

328

17 მარტს, 15:00 საათზე, გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს”  რიგით მეორე, რიგგარეშე ყრილობა.
პარტიის ყრილობაზე განსახილველად წარდგენილი იქნება ოთხი საკითხი:

  1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სახელის ცვლილება;
  2. გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანა და ცვლილებების რეგისტრაციაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;
  3. გაერთიანების პოლიტ. საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრთა ცვლილება: ძველი შემადგენლობის გადარჩევა და ახალი შემადგენლობის არჩევა;
  4.  გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა – ვადის გაგრძელების საკითხი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო” იწვევს გაერთიანების წევრებს ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად.
მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო “ბილტმორი” (Ballroom).
 
 

კომენტარები