“ახალი საქართველოს” მე-2 რიგგარეშე ყრილობა გაიმართა

820

17 მარტს გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს”  რიგით მეორე, რიგგარეშე ყრილობა.
პარტიის ყრილობაზე განხილული იქნა ოთხი საკითხი:

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სახელის ცვლილება.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებას დღეიდან შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”.

  • გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანა და ცვლილებების რეგისტრაციაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირების განსაზღვრა.

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”-ს წესდებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელიც პარტიის ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა.

  • გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრთა ცვლილება: ძველი შემადგენლობის გადარჩევა და ახალი შემადგენლობის არჩევა.

პარტიის პოლიტიკურ საბჭოში არჩეული არიან:
გიორგი ვაშაძე
პაატა მანჯგალაძე
თეონა ჭალიძე
ანა კობახიძე
თამთა შამათავა
გიორგი ხაბურზანია
ნანა ტოხვაძე
ედნარ მგელაძე
დავით თოფურია
ლაშა დიაროვი
 
ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს ზემოჩამოთვლილი შემადგენლობა.
 

  • გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა – ვადის გაგრძელების საკითხი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”-ს თავმჯდომარედ არჩეულია გიორგი ვაშაძე.

კომენტარები