“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო” 3 წლისაა!

165
დაფუძნებიდან დღემდე, ჩვენმა ახალგაზრდა გუნდმა, დიდი გზა გამოიარა შევიძინეთ პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული ადამიანები. ჩვენ პლატფორმას აქტიურად უერთდებიან ახალგაზრდები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკით დაინტერესებული პირები და უბრალოდ, მოქალაქეები, რომლებსაც გული შესტკივათ სამშობლოზე. ადამიანები, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი და გააჩნიათ საკუთარი ხედვა არსებული რეალობის შესაცვლელად!
ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას ეძებს ინოვაციურ მეთოდებს. გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილება წარმატებული რეფორმების. გუნდი, რომელიც მასშტაბურ რეფორმებს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს და გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს, საქართველოშიც წარმატებით შეასრულებს!
ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის!
წინ დიდი გამოწვევებია!

 

კომენტარები