თბილისობა ვაქციოთ მსოფლიო ღვინის დღესასწაულად – გიორგი ვაშაძე

242

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და მოახდენს ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

მეხუთე ინიციატივა – საქართველო ღვინის სამშობლო: უკვე წელს, თბილისობის დღესასწაული გარდავქმნათ ყოველწლიურ მსოფლიო ღვინის ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები და მათ ქვეყნებში არსებული დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.
 
გაეცანით სხვა ინიციატივებს:
პირველი ინიციატივა – საქართველო ახლოსაა
მეორე ინიციატივა – ესტუმრე საქართველოს
მესამე ინიციატივა – გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო
მეოთხე ინიციატივა – მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს

კომენტარები