რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არის მიზანმიმართული მავნებლობა მთავრობის მხრიდან – გიორგი ვაშაძე

406

“პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს” ლიდერი, მთვარობის იმ დადგენილებას ეხმაურება, რომლიც მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. გიორგი ვაშაძის თმით, ეს ინიციატივა, არის მიზანმიმართული მავნებლობა მთავრობის მხრიდან.
ხელისუფლების ინიციატივა, რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებასთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული მავნებლობა მთავრობის მხრიდან. ამ საქციელით, ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე იყოს მიბმული და ეკონომიკურად მასზე იყოს დამოკიდებული. ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებას შევთავაზეთ ანტიკრიზისული გეგმა, პირდაპირ ავია-რეისებთან დაკავშირებით, ისეთ დიდ ქალაქებთან, სადაც საქართველოს მაღალ ცნობადობა აქვს. პირდაპირი რეისების დანიშვნა ლვოვთან, დნეპროპეტროვსკთან, გდანსკთან, კრაკოვთან, ვროცლავთან, პოზნანთან, რიგასთან, ვილნიუსთან და ა.შ. მოიზიდავს ასობით ათას დამატებით ტურისტს და მოუტანს შემოსავალს ქართველ ოჯახებს. ამის ნაცვლად კი ვისმენთ განცხადებას, რომ მთავრობამ გამოყო 600 ათასი ევრო, ისევ რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებზე.

ეს 600 ათასი ევრო  რომ დაიხარჯოს დიდ ქალაქებთან ავია-რეისების დანიშვნაზე,  ჩვენ მივიღებთ გაცილებით მეტ ეკონომიკურ სარგებელს და არ ვიქნებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულნი. კრიზისის დაძლევას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ეს ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენს ინიციატივებში.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთ ინიციატივებზე ფულის ხარჯვა რომელიც დამატებით ეკონომიკურ ბერკეტს აძლევს ოკუპანტ ქვეყანას არის იმ კაპიტულანტური,  7-წლიანი პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.  ეს ნაბიჯი არის მტრული და არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს” – განაცხადა გიორგი ვაშაძე

კომენტარები