კამპანია #ესტუმრე საქართველოს – გიორგი ვაშაძე

262

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და მოახდენს ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

მეორე ინიციატივა – ესტუმრე საქართველოს: მსოფლიოს ცნობილმა პიროვნებებმა, ქართველებმა თუ უცხოელებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა, ხელოვანებმა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, სომელიეებმა უნდა განათავსონ და გაავრცელონ საქართველოს მხარდაჭერის ვიდეო სათაურით – ესტუმრე საქართველოს! ყველა ვინც ჩაერთვება კამპანიაში, მიიღებს საქართველოს საპატიო ელჩის სტატუსს.
 
გაეცანით სხვა ინიციატივებს:
პირველი ინიციატივა – საქართველო ახლოსაა
მესამე ინიციატივა – გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო
მეოთხე ინიციატივა – მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს
მეხუთე ინიციატივა – საქართველო ღვინის სამშობლო

კომენტარები