ლოიალობის ბარათი თითოეულ ვიზიტორს – გიორგი ვაშაძე

225

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და მოახდენს ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

მესამე ინიციატივა – გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო: საქართველოში ჩამოსული თითოეული ვიზიტორი უნდა დასაჩუქრდეს წიგნით – საქართველოს ისტორიის შესახებ. წიგნში უნდა იდოს სტუმრის ბარათი, რისი მეშვეობითაც მისი მფლობელი უფასოდ შეძლებს ნებისმიერი მუზეუმის მონახულებას, გაეცნობა საქართველოს უნიკალურ ისტორიას და კულტურას. ასევე ბარათის მფლობელს ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში მიართმევენ ერთ ბოთლ ღვინოს უფასოდ.
 
გაეცანით სხვა ინიციატივებს:
პირველი ინიციატივა – საქართველო ახლოსაა
მეორე ინიციატივა – ესტუმრე საქართველოს
მეოთხე ინიციატივა – მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს
მეხუთე ინიციატივა – საქართველო ღვინის სამშობლო

კომენტარები