3 გარდამტეხი ნაბიჯი და 15 ინიციატივა განათლების სფეროს გაუმჯობესებისთვის – გიორგი ვაშაძე

7

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, მორიგი პრეზენტაცია გამართა განათლების მიმართულებით – „განათლების ქართული მოდელი“, რომელიც 3 გარდამტეხ ნაბიჯსა და 15 ინიციატივას აერთიანებს.  პრეზენტაციაზე ამ მიმართულებით სამი ძირითადი პრობლემა და მათი მოგვარების გზები იყო წარმოდგენილი. შეხვედრას დარგის ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

“მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის გაჭირვება, ეკონომიკური კრიზისი და ერთმანეთთან დაპირისპირება. ერთადერთი, რასაც საქართველოს გაერთიანება შეუძლია, ეს არის  საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ თუ ჩვენი ახალი თაობა, ჩვენი შვილები შესაბამის ცოდნას ვერ მიიღებენ.

საქართველოში განათლების სამინისტრო რეკორდებს ამყარებს მინისტრების რაოდენობით, საშუალოდ ყოველ 1,5 წელიწადში ქვეყანას ახალი განათლების მინისტრი ჰყავს.

ამ სფეროში ჩვენ  სამი ძირითადი პრობლემა გამოვყავით:

  1. მუდიმივი და უსისტემო ცვლილებები განათლებაში;
  2. პოლიტიზირება და ცენტრალური მმართველობა;
  3. დაუსრულებელი ექსპერიმენტები მასწავლებლებზე;

მოსწავლეთა მიღწევებით საქართველო საერთო ჯამში 70 ქვეყანას შორის უკანასკნელ ათეულშია, ჩვენ გვისწრებს ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ეს არის ძალიან სამწუხარო მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულია სამი მნიშვნელოვანი პრინციპი – დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია, მოდერნიზაცია და 15 ინიციატივა“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზენტაციის მასალები – “განათლების ქართული მოდელი

კომენტარები