ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

141

2 ივლისს ღამით ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც ხანძრის შედეგად დაიწვა მაღაზიები.
შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე. იგი შეხვდა დაზარალებულებს და მოისმინა მათი პრობლემები.
პარტიის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად მოხდეს მომხდარი ფაქტის გამოძიება და, ასევე, უმოკლეს ვადაში გადაწყდეს დაზარალებისათვის ფინანსური კომპენსაციისა გაცემის საკითხი.
გიორგი ვაშაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 3 ძირითად პრობლემაზე:
1. სამართალდამცავების პასიურობაზე მსგავსი ფაქტების გამოძიების მხრივ;
2. დაზარალებულებთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გამოჩენილ უყურადღებობზე, რაც “ბავშვთა სამყაროს” შემთხვევის დროსაც გამოჩნდა;
3.  სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებზე, რაც არ არსებობს ქვეყანაში და დროულადაა ეს საკითხი მოსაგვარებელი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

კომენტარები