გიორგი ვაშაძე: სავარაუდოდ, თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნები

147

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი თავად იქნება, თუმცა დასძენს, რომ ამ თემაზე პარტიაში დისკუსია გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

როგორც ვაშაძემ „აიპრესს“ განუცხადა, ოფიციალურად, კანდიდატურას არჩევნებამდე 60-70 დღით ადრე დაასახელებენ.
„ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატი და გრძელდება დისკუსია ამ საკითხზე, თუმცა სავარაუდოდ კანდიდატი მე ვიქნები.
რაც შეეხება იმას, როდის დავასახელებთ კანდიდატურას, არჩევნებამდე 60 დღით ადრე კანდიდატურა დასახელებული იქნება. ეს იქნება არჩევნებამდე 60-70 დღით ადრე. ჯერ კიდევ არ ვიცით დაზუსტებით როდის გაიმართება არჩევნები, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს საჩქარო არ არის. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად ძალიან კარგად მივიწევთ წინ. მერია და სახელმწიფო ორგანოები ვაიძულეთ რომ ძალიან ბევრი საქმე გაეკეთებინა. ეს არის ძალიან საღი პროცესი, რომელიც ბევრ საინტერესო ადამიანს წარმოაჩენს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: http://www.ipress.ge/new/77728-giorgi-vashadze-savaraudod-tbilisis-merobis-kandidati-viqnebi
კომენტარები