გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია

168

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დელეგაციის შემადგენლობაშია.
გიორგი ვაშაძე უკვე წლებია, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია და ოფიციალურ დელეგაციაში ამ სტატუსითაა წარმოდგენილი.
პარტიის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიურ და ბიზნესს ფორუმებში, ასევე დაგეგმილია მისი მონაწილეობა სხვა ღონისძიებებშიც.
გიორგი ვაშაძემ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ტიტარჩუკს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
“უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიხეილ ტიტარჩუკს ვაჩვენე თბილისის იუსტიციის სახლი. გავაცანი ის სერვისები, რაც მომხმარებელმა ამ სივრცეში შეიძლება მიიღოს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მონაწილეობით, კიევში უკვე ფუნქციონიერებს პირველი იუსტიციის სახლი. უახლოეს პერიოდში კი აშენდება მსგავსი სერვის ცენტრები, უკრაინის ყველა ქალაქში. რაც შეეხება უკრაინის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს, მე ამ დელეგაციაში წარმოდგენილი ვარ უკრაინის პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლის სტატუსით. ვიცი, რომ ხვალ გამართულ ფორუმში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი დეტალები, პრეზიდენტ პოროშენკოს ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
 

კომენტარები