თანამედროვე არქიტექტურა ინოვაციური მასალების გამოყენებით და მინიმალისტური დიზაინით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოების დინამიურ პროგრესს ასახავს და დღევანდელი სამყაროს მოთხოვნებს ერგება, მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქების ტრადიციულ ხიბლსა და ხასიათს.
ქალაქის იერსახის გათვალისწინება აუცილებელია, რათა მოხდეს თითოეული მათგანის ინდივიდუალიზმის, ისტორიული იდენტობისა და კულტურული ელემენტების შენარჩუნება.
ეს კი, მთლიანად დამოკიდებულია ძველი შენობების კონტექსტის გათვალისწინებასა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე. მაგალითად, ახალ შენობებში ტრადიციული მოტივებისა და სამშენებლო ტექნოლოგიის ჩართვამ შეიძლება შექმნას ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მემკვიდრეობაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რომელიც ზრუნავს, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს შეუნარჩუნდეს იერსახე თავისი კულტურული იდენტობითა და არქიტექტურული მახასიათებლით. სწორედ ამიტომ, თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის ბალანსის დასაჭერად, ვეცადეთ, სამივე პროექტის არქიტექტურა და დიზაინი თანხვედრაში ყოფილიყო როგორც უბნის არქიტექტურულ კონცეფციასთან, ასევე ქალაქთან.
გვსურს, ჩვენმა პროექტებმა ათწლეულების გავლის შემდგომაც, არ დაკარგოს უნიკალურობა.
ჩვენ გვჯერა, რომ გააზრებული ბალანსის მიღებით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ გარემოს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ, განვლილი წლების შემდეგაც სახასიათო იერსახეს შეინარჩუნებს.