დეველოპერული კომპანია ნექსუს ჯგუფის კოფიდენციალურობის პოლიტიკა

 

  1. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

თქვენ, ამ დოკუმენტზე დათანხმების საფუძველზე ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით, როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება ნექსუს ჯგუფის მიერ, მისამართი: საქართველო, თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #69

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:

  • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
  • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით;
  • აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების, მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების მოწოდების/გაცნობის მიზნით;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
  • კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
  • თქვენი გამოცდილების და ინტერესების დახარისხების მეშვეობით თქვენი მოთხოვნილებ(ებ)ის შესაბამისი კომერციული ან/და მარკეტინგული შემოთავაზებ(ებ)ის შემუშავება;
  • თქვენთვის მოსახერხებელი ინფორმაციის მოწოდების ეფექტურობის მიზნით;
  • კომპანიის მიერ მიღებული დავალებ(ებ)ის, კონტრაქტ(ებ)ისა, შეთანხმებ(ებ)ისა და სხვა ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით, იმ მიზნით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია თქვენი ინტერესებისთვის და კოპმანიის მიერ თქვენს წინაში ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის;
  • თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
  • კომპანიის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულია კომპანიის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის, დავალებ(ებ)ის განხორციელების მიზნით.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის, მაგალითად, სხვა იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელით, კომპანიის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.

  1. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა

კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • თქვენი თანხმობით;
  • მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღმასრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
  • მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
  • თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
  • სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ხანგრძლივობა

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენი ხანიც ეს დაშვებულია  მოქმდი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.

  1. სხვა ინტერნეტ პლატფორმები

 

აღნიშნული დოკუმენტი არ მიემართება მესამე პირთა ვებ-გვერდებს, რომელიც არ არის კომპანიის კონტროლის ქვეშ. ყველა ასეთ ვებ-საიტსა და ინტერნეტ პლატფორმაზე, ვრცელდება მათივე პირობები და გარანტიები. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მათ ვებ-გვერდებსა და სხვა ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსებული ასეთი პირობები და გარანტიები.

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავბაზე უარი

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – info@nexusgroup.ge წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადებთ უარს.

  1. Cookies

 

ჩვენ ვიყენებთ ავტომატურ სისტემებს, ბმულებს, როგორიც არის Cookies. Cookie არის მოწყობილობა, რომელიც გადაეცემა მომხმარებლის მყარ დისკს. იგი საშუალებას იძლევა ინტერნეტ მომხმარებელი დაუკავშიროს მის პერსონალურ ინფორმაციას/მონაცემებს, რომელიც გადმოცემულია მის მიერ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებისა და სხვა სერვისებით სარგებლობის, წინამდებარე დოკუმენტის პირველ მუხლში მოცემული საშუალებების მეშვეობით. Cookies ვრცელდება ჩვენი სერვერების მეშვეობით, შესაბამისად არავის შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციის შინაარსზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნემისმიერი ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა Cookies წაშლის შესაძლებლობას ყოველი სესიის/ვიზიტის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინსტრუქციებს Cookies წაშლის პროცედურების შესახებ. შესაბამისად, თუ გსურთ წაშალოთ Cookies, გთხოვთ, ნახოთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის შესაბამისი ინსტრუქციები. მონაცემთა ავტომატური შეგროვების პროცედურების მიღება და Cookies გამოყენებაზე თანხმობა საჭიროა, რათა ისარგებლოთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და სერვისებით. თუ თქვენ დაიწყებთ Cookies წაშლის პროცედურას, კომპანია ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კომპანიის ყველა ვებ-გვერდი გამოჩნდება ან მოხდება კონკრეტული სერვისების მოწოდება, მისი დასრულება, მაგალითად, კონკრეტულ ვებ-გვერდებზე იმ სერვის(ებ)ის, მომსახურებ(ებ)ის ან სხვა ინფორმაციის შენახვა, ჩვენება ან მოწოდება/შესრულება, რაც განხორციელდა/ხორციელდება ან მოთხოვნილია თქვენ მიერ.

 

  1. კანონმდებლობა

წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია, რეგულირდება და მისი ინტერპრეტაცია ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი სხვა კანონების და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე და შესაბამისად.

  1. ცვლილებები

     

კომპანია უფლებამოსილია, დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ, განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე დოკუმენტი. ასეთი ცვლილებები გეცნობებათ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით და სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. შესაბამისად, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინფორმაცია  ასეთი ცვლილების შესახებ.

  1. კონტაქტი

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის, თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – info@nexusgroup.ge

ჩვენი პროექტები

დაგვიტოვე ნომერი

©2024 შპს "შენი დეველოპერი" - ყველა უფლება დაცულია

ვებ-გვერდი დამზადებულია Vebses-ის მიერ

დაგვიტოვე ნომერი